ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველად ოფიციალურად ადასტურებს ცეცხლსასროლი იარაღით მომაკვდინებელი ტყვიების გამოყენებას დემონსტრანტთა წინააღმდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ოლგა ჩემოდანოვოს თქმით, ლეტალური ტყვიების გამოყენებას ადგილი ჰქონდა ქალაქ ბრესტში. მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საბრძოლო ამუნიცია გამოყენებულ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მიმართულებით, რომლებიც შეირაღებულნი იყვნენ არმატურებით. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამაფრთხილებელი გასროლების მიუხედავად აგრესიული ხალხის ნაკადი არ შეჩერებულა, რის შემდეგაც რამდენიმე შემთხვევის დროს დაფიქსირდა დამიზნებით სროლა, რის გამოც ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მომიტინგეებსა და ომონს შორის დაპირისპირების ადგილას იპოვა რამდენიმე ნასროლი რეზინის, აგრეთვე ფუჭი და საბრძოლო ვაზნების ჰილზები. ერთ-ერთი მათგანი კი წარმოადგენს 5,45 მმ-იან კალაშნიკოვის ტიპის AKS-ის ავტომატის ტყვიას.
მასალის გამოყენების პირობები