ევროპარლამენტმა ბელარუსის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც 574 ხმით, 37ის წინააღმდეგ ოფიციალურად უარყოფილ იქნა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 9 აგვისტოს გაიმართა. ევროპარლამენტი უხეში დარღვევების მიმდინარეობისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფის არაერთი ფაქტის გამო არჩევნების შედეგებს ბათილად სცნობს და ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს.
ევროპარლამენტარები ითხოვენ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, რომელსაც აქტიურად დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. რეზოლუციაში აგრეთვე მოითხოვენ, ოფიციალური მინსკის ე.წ მთავრობამ შეაჩეროს ძალადობის ფაქტები და დაიწყონ დამოუკიდებელი გამოძიება დემონსტრანტთა მკვლელობები ფაქტებზე.
ევროპის საკანონმდებლო ორგანო აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს, დაუწესონ სანქციები ბელარუსის „პრეზიდენტ“ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ყველა იმ პირს, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში, მანიპულაციებსა და ძალადობრივ რეპრესიულ ქმედებებში.
მასალის გამოყენების პირობები