ცნობილი ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა დღეს, 17 სექტემბერს გარდაიცვალა. ის 12 წელი კომაში იყო და აპარატზე შეერთებულ მომღერალს, სოციალურად დაუცველი დედა და ბებია უვლიდნენ.
ბოჯგუას ბებია კომაში მყოფი შვილიშვილის რჩენისთვის ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვდა, თუმცა 83 წლის ასაკში დაიღუპა და ბოლო წლებში მხოლოდ დედა, მანანა გვასალია უვლიდა.
ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები აწუხებდა. ის თაღლითობისთვის დაიჭირეს 2008 წელს და გულის უკმარისობის გამო, შეუძლოდ გახდა, რის გამოც კომაში ჩავარდა და საპატიმროდან გაათავისუფლეს.მომღერალი კომატოზურ მდგომარეობაში 12 წელი იყო.
„პრაიმტაიმი“ ცნობილ ქართველ კომპოზიტორს მაიკო კაჭკაჭიშვილს დაუკავშირდა. სწორედ მისი და ნიკა ჭავჭავაძის ორგანიზებით ჩატარდა, ჯაბა ბოჯგუას ოჯახისთვის საქველმოქმედო კონცერტი, სადაც სამწუხაროდ 30 ადამიანეზე მეტი არ მივიდა.
„ჯაბა სულ ორჯერ მყავს ნანახი, მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ სტუდიიდან ვიცნობდი. ის ჩემი კოლეგა იყო. როდესაც ეს ამბავი მოხდა, გახსოვთ ალბათ, რა მძიმე მდგომარეობაში იყო დედამისი და ბებიამისი.
მათი საცოდაობით აღარ ვიყავი. მე და ნიკა ჭავჭავაძემ გადავწყვიტეთ, მისი ოჯახის დახმარება, კონცერტი ჩავატარეთ, გვერდით დაგვიდგნენ მომღერლები, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, ამდენი მომღერალი აზიარებდა პოსტერს და 250 კაციან დარბაზში, 30 ადამიანიც კი არ მოვიდა.“- ამბობს კაჭკაჭიშვილი.
სრული ვერსიის ნახვა primetime.ge
მასალის გამოყენების პირობები