Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელ ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:32, 20 Nov, 2020     385

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა, როგორც ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული სასესხო პროდუქტების მიმწოდებელი ბანკი.

პროექტის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შეძლეს მომხმარებლების ციფრულ ფლატფორმებზე წარმატებულად გადაყვანა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად.

ბანკები Global Finance-ის რედაქტორების და პარტნიორი კომპანია Infosys-ის ექსპერტების მიერ შეფასდნენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმები ითვალისწინებდა, თუ როგორ გაართვეს ბანკებმა პანდემიის გამოწვევებს თავი და რამდენად შეძლეს მისი შესაძლებლობებად ქცევა.

“გლობალური პანდემიის მიერ დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ციფრული ბანკის დაჯილდოების 21-წლიან ისტორიაში. შესაბამისად, წელს, როგორც არასდროს, მიღებული ჯილდო და აღიარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია“,- აცხადებენ Global Finance-ში.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. კატეგორია, რომელშიც ჯილდო მოვიპოვეთ გულისხმობს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო ციფრულად უზრუნველყოფას, ჩვენი დისტანციური პროდუქტების საშუალებით. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შეგვეთავაზებინა დისტანციურ არხებში, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატები, საქართველოს ბანკის ვებგვერდი თუ სხვა, ლენდინგ პროდუქტები განვათავსეთ. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებას და მის ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის - გოგა ხაჩიძე იაგო ხვიჩიაზე
"რაღაცნაირად შემრცხვა ..." - მღვდელი ნიკოლოზი "შაირისთვის" მეუფე ნიკოლოზს ბოდიშს უხდის
ილიჩოვას საზღვრის დაცვის საქმეში წარმატებისთვის და უმწიკვლო სამსახურისთვის ღარიბაშვილისგან და გახარისგან ჯილდო აქვს მიღებული
კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ საქმიანობით კმაყოფილი ვარ - ცერცვაძე
"თუ ტესტირების საშუალება არ გაქვს და გაქვს სიმპტომები, რომელიც საერთოა გრიპისთვის და კოვიდისთვის, უნდა ჩათვალო, რომ გაქვს კოვიდი" - ცერცვაძე
მოწევას თავი დაანებეთო - მეგრელიშვილი ჯაფარიძის 4 პირობაზე საუბრობს
ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა
ლეტალობა საკმაოდ დაბალია – ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის - ეკატერინე ტიკარაძე
ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ - კარლ ჰარცელი
ვთავაზობდი პირობებს, თუ როგორ შეგვეძლო საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ მიუღებელი იყო - ჯაფარიძე
50 000 დოლარიანი აგარაკი, ბინა, ნაკვეთი, ავტომანქანა - ლევან მურუსიძის ხელფასმა 2012-19 წლებში 555 000 ლარს გადააჭარბა
ინფიცირებული ტაქსისტი თანმხლებთან ერთად დავაჯარიმეთ, მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა - შსს
ექვსი მოლიდან 25.000 დასაქმებული იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო - "ICR ჯგუფის" ხელმძღვანელი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42