საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ - საერთაშორისო ორგანიზაციები გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ
პოლიტიკა - 21:18, 27 Nov, 2020     759

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს , გიორგი გახარიას მოუწოდებენ და ღია წერილით მიმართავენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც კოვიდ 19-ის თემაზე 3-4 დეკემბერს იმართება, საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ დაფინანსების გაზრდის, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერების და პანდემიაზე რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის შესახებ.

წერილში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ძირითადი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისათვის და მათ კეთილდღეობასა და მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პანდემიის პირველადი მსხვერპლები არ არიან, მათ განსაკუთრებით შეეხოთ კოვიდ 19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

კოვიდ 19-ის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველომ ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი საერთოდ არ იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამაში. ორგანიზაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა .

ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1 პროცენტით, იმერეთის რეგიონში 17.1 პროცენტით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16 პროცენტით. სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია”,- ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს World Vision საქართველოს, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის და Save the Children International საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები აწერენ.

აღსანიშნავია, რომ წერილში ყურადღება გამახვილებულია ყურადღება კორონავირუსის უარყოფით მხარეებსა და რისკებზე, როგორიცაა : ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე (საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო), თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა, ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში, ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნების ზრდა, ოჯახების შემოსავლის შემცირება, მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში, ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები, 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42