ადამიანებს ცხოვრების უფლება წაართვეს,ქვეყანა გაყოფილია ვიღაცა მაშხალებს გაისვრის, შამპანურს დალევს ნაწილს კი გათბობაც არ ექნება - ჭიჭინაძე "ლოქდაუნზე"
პოლიტიკა - 21:41, 27 Nov, 2020     960

პოლიტიკური პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე, მთავრობის დაწესებული შეზღუდვებს ეხმაურება. მისი შეფასებით, ახალი წლისთვის მთავრობამ მოსახლეობა უნუგეშოდ დატოვა და ცხოვრების უფლებაც კი წაართვეს.

დავით ჭიჭინაძის აღნიშნა, ტრანსპორტზე შეზღუდვის გამო, ადამიანებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე, ავადმყოფი ნათესავებისთვის საავადმყოფოში საჭმლის მიტანის საშუალებაც არ ექნებათ.

„ერთ–ერთი ასეთი ადამიანი წერდა, რომ – "ვცხოვრობ ქალაქის ერთ ბოლოში და ჩემი ძმა მკურნალობს ქალაქის მეორე ბოლოში საავადმყოფოში და საჭმელი, რითი უნდა მივუტანოო", ეს ხომ რეალობაა, ამ ადამიანს ხომ ტაქსის ფული არ აქვს, ვინმემ დათვალა? მთავრობის ადმინისტრაციაში რეკავს ეს ადამიანი და ტელეფონს არავინ არ იღებს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ლოკალური პრობლემა?

ადამიანებმა არ იციან, როგორ გაართვან თავიიმ პრობლემებს, რომლებიც ყოველდღიურად მძიმდება. მთავრობამ ეს ქვეყანა უნუგეშოდ დატოვა და როცა ვკითხულობთ ახალი წელი ვისთვის იქნება, ქვეყნის მოსახლეობის 99%–ისთვის არ იქნება. ადამიანებს ცხოვრების უფლება წაართვეს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ტრანსპორტი წაართვეს. ქვეყანა გაყოფილია, ვიღაცა მაშხალებს გაისვრის, შამპანურს დალევს და მეორე ადამიანს შესაძლოა სინათლის და გათბობის ფულიც კი არ ქონდეს მაგ დროისთვის. ახალი წელი მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ქვეყანასთან შეხება არ აქვს.", – ამბობს ჭიჭინაძე გადაცემაში „დღის სტუმარი“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42