ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, იყო თუ არა, ზაფხულში ბათუმის არ ჩაკეტვა ჯანდაცვის სისტემის ხარვეზი. მისი თქმით, იმ პერიოდისთვის მათთვის ეკონომიკას ჰქონდა "ფასი" და არც მასშტაბური შეზღუდვების გამოცხადების საფუძველი არსებობდა.
"როცა ეს კითხვა მესმის, ძალიან ხშირად მინდა დავბრუნდე, პირობითად, 24 აგვისტოს, გამოვიდე ინიციატივით, რომ ბათუმი უნდა ჩაიკეტოს და მოვისმენდი ამ ექსპერტების აზრს და რეაგირებას. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გამოვიწვევდით გაცილებით უფრო მეტ კრიტიკას, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით. ჩვენ ვიყავით ყოველთვის თანმიმდევრულები, გვქონდა შეწონილი ყველა რისკი. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის საშუალება მიგვეცა მოზომილი რეგულაციებით, ასევე, არაერთი გაფრთხილებით მიგვენიშნებინა, საჭიროა ყველა ზომის დაცვა, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ეკონომიკური აქტივობა", — განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები