არასრულწლოვანებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი - პირს, რომელიც შვილებს ძალადობითა და მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 17:06, 30 Nov, 2020     1586
ვაჭრობა საკუთარი შვილებით - პროკურატურის ცნობით, პირს, რომელიც ძალადობითა და ძალადობის განხორციელების მუქარით არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ნივთების გაყიდვას აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვ.ე. ფულადი სარგებლობის მიღების მიზნით საკუთარი შვილების მიმართ ტრეფიკინგს ეწეოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია:

"ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. და ლ.ე., რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით, კერძოდ მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის ნოემბრამდე უწევდა შრომით ექსპლუატაციას. არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა.

ვ.ე. არასრულწლოვანი შვილებს ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42