“მეექვსე კლასში ვიყავი, ჩემი ბათინკები თოვლმა იმსხვერპლა და სკოლაში კალოშებით დავდიოდი,როცა უიმედობა შეგიპყრობთ, გამიხსენეთ მე” ბარბარე სამხარაძე
სოც.მედია - 11:49, 13 Jan, 2021     1498

„როცა ოთახში მარტო იქნებით და უიმედობა შეგიპყრობთ, ამასთანავე ცხოვრებაზე ხელის ჩასაქნევად მოემზადებით, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო რომელმაც სავარცხელით და ჯოხებით დაიწყო სიმღერა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელის ერთ-ერთ სამოტივაციო ჯგუფში პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე წერს.

„მე ბევრისთვის ცნობილი და ალბათ უფრო ბევრისთვის უცნობი ბარბარა სამხარაძე ვარ, 20 წლის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი #მეშევძელი -ები მაქვს.

1) მახსოვს მეექვსე კლასში ვიყავი და თოვლი იყო, ჩემი ბათინკები თოვლმა იმსხვერპლა და სკოლაში ,,კალოშებით” დავდიოდი, ზედ ,,გამაშები” მქონდა გადმოწეული და ყოველ წუთს ვიპრიალებდი, რომ არ დამჩნეოდა რაც მეცვა. ერთხელ მკითხეს:,, -კალოშები გაცვიაო?” მეც რა უნდა მეპასუხა, არათქო… მაშინ #შევძელი პირველად მომეტყუებია, ისე რომ ჩემი თავი არ დამეზარალებია.

2) სკოლაში სიარულის დროს არასდროს მცმია ,,ახალი” ტანსაცმელი, დედა სულ მეორადებში ყიდულობდა, ნუ დღესაც ვყიდულობ მაგრამ დღეს ,,ტრენდი” გახდა, მაშინ გაჭირვების იყო.

პირველი ფოტოც ძალიან იშვიათია, რადგან ყველაზე ცოტა სკოლაში გადაღებული ფოტოები მომეპოვება, არ ვიცი რატომ მაგრამ ასეა.

ხოდა ,,ნიჭიერის” სცენაზეც მეორადი ტანსაცმლით გავედი, ასევე ვიყავი პირველი ,, ჭარბ წონიანი” (ეს სიტყვა მეზიზღებააა) ახალგაზრდა, ვინც დიდ სცენაზე დადგა და წარმატებას მიაღწია ! ვიმღერე და ვიგრძენი, რაღაც შევცვალე, რაღაც ძალიან დიდი

#შევძელი.

3) მაშინ როცა ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ჩემს ჩაცმულობას განიკითხავდნენ: ,,- იმით, რომ გახვედი, დედაშენმა უკეთესი ვერ გიყიდა?“.

ნუ რა გაეწყობა, ვერ მიყიდა, მაგრამ მე ხომ ვიყავი ბედნიერი იმით რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.

ეს ბედნიერებაც დიდხანს არ შემრჩა.

4) სამძიმრებიდან და დასაფლავებებიდან მივდიოდი გადაღებებზე და რეპეტიციებზე, ვმღეროდი და ვცეკვავდი მაშინ როცა ჩემი შინაგანი სამყარო ნადგურდებოდა. და ნამდვილად, #შევძელი ეს არავის ეგრძნო.

15 წლის გამოუცდელი სოფლელი ბავშვი, ვიდექი სცენაზე და პროფესიონალურად ვნიღბავდი ჩემს ტკივილს.

5) ,,ნიჭიერში” გამარჯვების შემდეგ, ისევ დავბრუნდი სოფელში და #შევძელი სწავლის გაგრძელება. ჩემს კარიერაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გაჩერება და დასვენება ვაიძულე, პიროვნული განვითარების მიზნით

6) სკოლა დავასრულე და კოლეჯში ჩავაბარე, სადაც ჩემი აზრების და შეხედულებების გამო გავაფორმე კონტაქტი და გავხდი, პიარ მენეჯერი. ჩემი ხელფასით კი სწავლის ფული იქვითებოდა.

7) შარშან მარტში, პანდემიის დროს გადავწყვიტე რაღაც მექნა, რაღაც ახალი. ავდექი და სიმღერა დავწერე და ყურსასმენებით ჩავწერე (Ocean Side) ამას მოჰყვა რამოდენიმე, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებით მიყვარს.

8) ზაფხულში სოფელში წავედი, დიდი ფიქრის შემდეგ დავიწყე ჩემი Youtube გადაცემა ,,სოფლის დღიურები“ სადაც სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებთან მქონდა ინტერვიუ.

ყველაფერს მე ვაკეთებდი, გადაღებიდან დაწყებული, მონტაჟით დასრულებული, თანაც ტელეფონით.

არ უნდა დამავიწყდეს, სანთლის შუქით ვეძებდი სპონსორებს, ვისაც გავაზიარებდი და ჩემს რესპონდენტებს რამეს აჩუქებდნენ

ბევრი კი გამოვიდა და უფრო ბევრი მოსაყოლი დამრჩა მაგრამ, ბოლოს ასე დავასრულებ:

როცა ოთახში მარტო იქნებით და უიმედობა შეგიპყრობთ, ამასთანავე ცხოვრებაზე ხელის ჩასაქნევად მოემზადებით, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო რომელმაც სავარცხელით და ჯოხებით დაიწყო სიმღერა. სცენაც მხოლოდ ერთ გადაჭრილ მორს შეადგენდა ხოლო, ამბიციებს ერთ პატარა ფურცელზე ტევდა.

მე თუ შევძელი, შენ უფრო მეტს შეძლებ !“, – წერს ბარბარე სამხარაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კარტოგრაფების საქმე - მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ივერი მელაშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
ნეაპოლში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს
"ბოდიში ამას რომ გეკითხები მაგრამ…" – რისთვის მოუხადა მაია ასათიანმა ინდირა ჯგერენაიას ბოდიში?
"დაამთავრა თუ არა სიმღერა, ჩამოვიდა, მოუქნია მუჭი, დააგდო და გაითხლაშა ის..." - ვინ გალახა ინდირა ჯგერნაიამ (ვიდეო)
"უცებ აცხადებენ, რომ უნდა გამოვიდეს, ნანახი არ მყავს ამდენი წელია, შუა სიმღერის დროს ვუთხარი ხო ხარ ღირსი გამოგირთო პლუს ფონოგრამა-თქო..." - რას ყვება ინდირა ჯგერნაია
"ცოტა შიდა ინფორმაცია გამომაქვს, ნიკა გიჟდებოდა შენზე, ის პრიზი სპეციალურად შენთვის..." - რა გაამხილა ია ფარულავამ
"ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არაფერში მჭირდება, შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები..." - ინდირა ჯგერნაიას სკანდალური აღიარება
ჯო ბაიდენის ტრაგედიით სავსე ცხოვრება – გზა ცოლისა და ორი შვილის სიკვდილიდან აშშ–ის პრეზიდენტობამდე
წინასაახალწლოდ კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა - ფორმულა
კირა ნაითლი მამაკაცი რეჟისორების ფილმებში სექს-სცენებში აღარ ითამაშებს
მამა იოანე უსახსრობის გამო იღუპება - მამა იოანე წკეპლაძე ღვიძლის დაავადებას ებრძვის, მას საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
GHB დამალევინა... დილით მის ლოგინში შიშველმა გავიღვიძე - აზია არჯენტო "ფორსაჟისა" და XXX-ის რეჟისორს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ფონიჭალაში უცნობმა პირებმა სომხურ სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს
"მოგვხედონ, ჩვენც აქ ვართ“ - ფიტნეს ცენტრები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42