
პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში ,გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოში ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია.
ფხაკაძის შეფასებით, პირველ რიგში კი ელექტრონული ბარათებია საჭირო - მისი თქმით, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.
"უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.
სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული მაგრამ არ გაკეთებულა,"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ფხაკაძემ აღნიშა, რომ პროექტის განხორციელება საქართველოში 10 წლის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია, თუმცა ელექტრონულ ბარათებზე ქვეყანა ჯერ მაინც არ გადასულა.
მასალის გამოყენების პირობები
