
ხელისუფლებისა და მთავარი ეპიდემილოგების კომენტარებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ახალი ეპიდ შემოტევის დაწყებამდე რეგულაციების გამკაცრებას განიხილავს.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმინილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსახლეობისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება უფრო დიდი მავნებლობა იქნება ვიდრე კორონავირუსია.
"ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათი მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ....და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლული განცხადება", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ვატო სურგულაძე კი აღნიშნავს, რომ უნდა გაიხსნას ეკონომიკა.
"ბიზნესმა საკმაოდ კარგად დაამტკიცა, დაასაბუთა, რომ შეუძლია მართოს ნაკადები, შეუძია მართოს რაოდენობა ადამიანების: სავაჭრო ცენტრებში და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ტრანსპორტიც უნდა გავხსნათ, თუ ამ განცხადებებს აკეთებენ იმიტო, რომ პირველ თებერვალსაც არ გავხსნათ ეკონომიკა, ეს უკვე რეალურად დანაშაულია ", - აცხადებს სპეციალისტი.
მასალის გამოყენების პირობები
