დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას განმარტავს და აცხადებს, რომ ფრაზა "ჩვეულებრივი ადამიანი" ვაქცინის გეგმის პრიორიტეტიზაციას გულისხმობს.
გამყრელიძე თვლის, რომ პაატა იმნაძე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე მაღალი დონის ექსპერტია.
"ბატონი პაატა ჩვენს ქვეყანაში არის, პირდაპირ გეტყვით, ყველაზე მაღალი დონის ექსპერტი, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი ჯანდაცვა. იმან ბევრად მეტი იცის, ვიდრე მონამორჩილმა, ვინც დღეს გესაუბრებათ. ბატონმა პაატამ გამოიყენა ეს სიტყვა "ჩვეულებრივი ადამიანი", ანუ ხომ გითხარით, რომ ჩვენი ვაქცინის გეგმა პრიორიტეტიზაციას გულისხმობს, პირველ რიგში, ვინ უნდა აიცრან - სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. მეორე რიგში მოდიან 75 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, შემდეგ 65 წელს ზემოთ, შემდეგ უკვე 55 წელს ზემოთ, ვისაც ასევე აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ეს იგულისხმა ბატონმა პაატამ", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები