დედაქალაქის მერის, კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არ წარადგინეს, რადგან "ამხელა ქალაქის მერია", სადაც ბევრი პრობლემაა, რომელიც ეტაპობრივად მოგვარებას საჭიროებს.
"ვარ ამხელა ქალაქის მერი. ქალაქის, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს წელსაც მუშაობა, მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი მტკიცებით , იგივე მიზეზის გამო არ წარადგინეს ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც. მისი თქმით, არსებული პანდემიის ფონზე, პრემიერმინისტრს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა მართოს.
"მოდი პირდაპირ ვთქვათ, დღეს ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ეს არის არსებული პანდემია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართოს მთავრობა და ყველას ჩართულობით დაუპირისპირდეს ამ გამოწვევას", აღნიშნა კალაძემ დღის Newsroom-ში .
მასალის გამოყენების პირობები