"რწმენის თვალსაზრისით ბევრი რამე შეიცვლება, მგონია, "ქართული ოცნების" თავს. "ოცნებას" დააკლდება თავდაჯერებულობა, რომელიც აუცილებლად აისახება შედეგებზე. მე არ ვამბობ საარჩევნო შედეგებზე - როცა უნდა ჩატარდეს, იქაც, ეს გამოჩნდება. მარა, ამ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც, როგორც ჩანს, იქნება ძალიან დაძაბული მიმდინარე წელს, მათ დააკლდებათ თავდაჯერებულობა", -განაცხადა მელიამ .
მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული ოცნების ლიდერები არიან არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები.
"ოცნებაში არ არის არც ერთი თვითმყოფადი პოლიტიკოსი, რომლის ანგარიშზეც არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერობა მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ასეთი პოლიტიკოსი, თუ არ ვცდები, არავინ არ ჰყავთ. ვინც მანამდე იყო პოლიტიკოსი, სანამ მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. მგონია, რომ პოლიტიკოსები კი არ არიან, პოლიტიკაში დასაქმებულები არიან. პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. პლუს, 9 წლის თავზე ბევრი დაჯგუფება აქვთ შიგნით. ძალიან კარგად ვიცით პოლიტიკოსებმაც და იციან ჟურნალისტურ წრეშიც, მე მგონია, რომ ბატონი ივანიშვილი არ იყო ლიდერი, ბატონი ივანიშვილი იყო ამ ადამიანების ბოსი, რომელიც ეუბნებოდა წადით იქ, მოდით აქ და არ ეუბნებოდა წავიდეთ, მოვიდეთ ... ამ ადამიანის გარეშე უბრალოდ გაუჭირდებათ. მაგრამ, ამაზე არ მინდა ვიდარდო", - განაცხადა მელიამ ფორმულას ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები