ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე კანცელარიასთან გახანგრძლივებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.
როგორც დეკანოიძემ განმარტა, თუ შეზღუდვები დროულად არ მოიხსნება, უამრავი ადამიანი ულუკმაპუროდ დარჩება:
„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმრთება. კანცელარიასთან შეკრებილ აქტივისტებს დეკანოიძის გარდა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვადასხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები