19 ცხედარი იქნა ნაპოვნი მექსიკურ ქალაქში, რომელიც ამერიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში უკანასკნელ წლებში ხშირია ბანდებს შორის დავები და ურთიერთდაპირისპირება. ამის შესახებ წერს SKYNEWS-ი.
ადამიანების სხეულები, რომლებიც ჯერ იარაღით დაცხრილეს, ხოლო შემდეგ კი დაწვეს, აღმოაჩინეს ჭუჭყიან გზაზე ქალაქ კამარგოსთან ახლოს, ტეხასის შტატის ქალაქ რიო გრანდესკენ მიმავალ გზაზე. ტამაულიპას შტატის პროკურორის თქმით, ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივებმა დარეკეს სამართალდამცავებმა დამწვარ მანქანასთან დაკავშირებით.
სამართალდამცავებმა ცეცხლში გახვეული ორი მანქანა იპოვეს, რომელთაგან ერთში 15 ადამიანის გვამი იყო, ხოლო მეორეში კი 4-ის. ყველა გარდაცვლილ სხეულზე დაფიქსირებულია ცეცხლსასროლი იარაღისაგან ნასროლი ტყვიები. მანქანების მიმდებარედ პოლიციელებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, რაც მათ აფიქრებინებს, რომ აღნიშული ადამიანები სხვა ადგილას დახოცეს, ხოლო შემდეგ კი მათი გვამები მანქანაში ჩააწყვეს, გზაზე მიატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ისტორიულად ქალაქ კამარგოს მართავს ზღვის ყურის კარტელი, რომელსაც დანაშაულებრივ საქმიანობაში უკანასკნელ წლებში ეცილება ჩრდილოაღმოსავლეთ კარტელის დაჯგუფება.
მასალის გამოყენების პირობები