"ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას , ადვოკატის ,დიტო საძაგლიშვილის, შეფასებით, "დასჯილია ადამიანი რომელიც ერთ ერთი იყო გამპროტესტებელთა (გავრილოვის) შორის" - მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა გავრილოვის მითითებები და კრემლის მოწოდებები.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება.
"ეს არ იყო სასამართლო გადაწყვეტილება, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების გამოცხადება სასამართლოს შენობაში. არ ყოფილა პრეცედენტი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაეპატიმრებინოთ, დღეს ეს პრეცედენტი შეიქმნა.
ნიკა მელია დააპატიმრეს გავრილოვის გაპროტესტების გამო და ქართული ოცნების ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა გავრილოვის მითითებები და კრემლის მოწოდებები, დასჯილია ადამიანი რომელიც ერთ ერთი იყო გამპროტესტებელთა შორის - ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ , რომ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პროლკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები