
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპარტურაი დღევანდელ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მისი განმარტებით, ნატო-ს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს, რომელზეც ასე შრომობდა:
"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.
ნატ-ო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას," - წერს აპატურაი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები
