"ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, დავილაპარაკოთ! " - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 21:57, 23 Feb, 2021     362

"გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა , ზურაბ ჯაფარიძემ, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ოცნება" "კრიმინალური სამყაროს მოდგმაა" , რადგან ჯერ "ჩაგგრავს და ქეჩოში ჩაგავლებს ხელს და შემდეგ მოლაპარაკებისკენ მოგიწოდებს", მისივე თქმით, ეს არ გამოუვათ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერებმა და ელჩებმა თავიანთი პოზიციები დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს კიდევ ერთხელ გააცნეს.

"ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, მე ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ! ეგეთი რამ არ გამოუვათ! პირობა არის ეს, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

ასეთი საუბარი არ ყოფილა, რომ ჩვენ აქ რაიმე საკითხები დავაყენეთ და მათგან პასუხს ველოდებოდით. მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. შინაარსი იყო ის, დღეს ჩვენ განცხადებებში ვიხილეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე ევროკავშირის ელჩის. ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით. იგივე, რაზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით. ელჩების პოზიცია ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი პოზიცია იყო შეშფოთება. ჰქონდათ მცდელობა ესკალაცია არ მომხდარიყო, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ მოხდა და ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42