"ივანიშვილმა უნდა აირჩიოს მოლაპარაკების გზა ან აუცილებლად ჩადგება სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში" - ბოკუჩავა
პოლიტიკა - 22:06, 23 Feb, 2021     334

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა , ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აცხდებს, რომ დასავლელი პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებულები არიან.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების ფონზე, მის დამკავებელთა პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა სწორად არ მიაჩნიათ.

"როგორც წესი, დიპლომატიურ ურთიერთობებში ბერკეტი არის განცხადებები და დღეს რა განცხადებებიც ვიხილეთ აშშ-ს მხრიდან, სადაც პირდაპირ იყო იმაზე საუბარი, რომ სამწუხაროდ, საქართველომ არ გაითვალისწინა აშშ-სა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა, რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამ რჩევების საწინააღმდეგოდ განახორციელა შტურმი, რომ ეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამაზე მკაცრი და მკაფიო განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არსებობს. ამის შემდეგ არის უკვე ინდივიდუალური სანქციები. ეს დახურული შეხვედრა იყო და რაზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან უკიდურესად შეშფოთებული. ივანიშვილს არჩევანი აქვს, ან უნდა აირჩიოს მოლაპარაკების გზა ან საბოლოოდ, აუცილებლად ჩადგება სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში.

ნიკა მელიას დაკავების ფონზე, მის დამკავებელთან პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა, არ მიგვაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ის პრინციპული საკითხი უნდა იყოს, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხებზე, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, რომელიც მიგვაჩნია, რომ სიტუაციის განმუხტვის ლეგიტიმური გზაა“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ელჩების შორის შეხვედრა გაიმართა - დღეს დილით განივთარებული პროცესების შემდეგ, ეს აუდიენცია საგანგებო რეჟიმში, მოულოდნელად ჩაინიშნა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
25 თებერვალი 1921 წელი - გახსოვდეს შენი ისტორია! საიდუმლო მიმოწერა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიას
მამა შალვა კეკელია: "ძირითადი ძალადობა ოჯახში არის დედამთილსა და რძალს შორის, ბევრი ოჯახი ინგრევა ამის გამო..."
ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალურ პოსტს ავრცელებს
კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
"ოცნების" რღვევა გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადადგა
დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს ფაქტობრივად “სახის ახევაა” "ქართული ოცნებისთვის“ და დასავლეთისთვისაც - ხათუნა ლაგაზიძე
შემაშფოთებელი სვლა სახელმწიფოს მიტაცებისკენ - TI-ს სათაო ოფისის უმწვავესი გზავნილი
პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს - პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს
ანზორ მელია: სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, 6 დღეა, ნიკა სახლში არ ყოფილაო
ბიძინა ივანიშვილის პიროვნება ყოველთვის გაუმჭვირვალე იყო და ახლა უკვე აშკარაა - მარიელუიზე ბეკი
"საბანკო კრედიტი მაქვს...სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი“-ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგზავრა
PACE-ს თანამომხსენებლები: მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა
ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42