ვისაუბრეთ სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე - ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო დატოვა
პოლიტიკა - 18:39, 24 Feb, 2021     819

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა საპატიმრო უკვე დატოვა.

გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ მან მელიასთან საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, მელიასთან მას საუბარი მომავალ სამართლებრივ სტრატეგიებზეც ჰქონდა.

"გავიარეთ ყველა ის განცხადება თუ გამოხმაურება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, სახელმწიფი დეპარტამენტის, ევროკავშირის და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები.

ასევე ვისაუბრეთ, ჩვენს სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქმეზე. ეს ბრძოლა მთავრდება ნიკა მელიას გამარჯვებით, რომელიც ვერც დაპატიმრებით და ვერც დაკავებით, ვერანაირად ვერ შეჩერდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მისი მოწოდებაა, რომ ბრძოლა ბოლომდე.

სისხლის სამართლის საქმე ამ ქვეყანაში გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი. სამწუხაროდ ამ საქმეზე არანაირი გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება.

ჩვენ მოგეხსენებათ, ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას ჩვენი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, თუმცაღა ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც დასაშვებობის კუთხით, ასევე დაუშვებლობის თვალსაზრისით",-თქვა კონდახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42