რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - ვოლსკი
პოლიტიკა - 22:32, 25 Feb, 2021     1142

"ქართული ოცნების" წევრი , გია ვოლსკი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება - მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს და ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკოსებმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა იფიქრონ.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს შორის, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს, რომ ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. მეორე, სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ მოხდეს. ეს გარდა კეთილგანწყობისა განპირობებულია მათი ინტერესით რეგიონში, სტაბილური პარტნიორი მათთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. ეს ორი ფაქტორი იქნება განპირობებული იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეთ და კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ. ის რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები ყველა ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42