საქართველო - ბაიდენის პირველი საგარეოპოლიტიკური კრიზისი; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ამოწმებს პრეზიდენტის დაპირებას, რომ ამერიკა გაატარებს თავის დემოკრატიულ პრინციპებს, - ასე ეხმაურება Bloomberg-ი საქართველოში არსებულ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს.
"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაგვპირდა, რომ გაატარებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელშიც ამერიკის სიძლიერე შეთანხმებული იქნება მის ღირებულებებთან. კრიზისი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში - ადმინისტრაციის პირველი ტესტია ამ პრინციპთან მიმართებაში და ჯერჯერობით ის წარუმატებელია," - წერს სტატიის ავტორი ელი ლეიქი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დიდი ხნის დაძაბულობამ, რომელიც არსებობდა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის, კულმინაციას მიაღწია სამშაბათს, როდესაც ხელისუფლებამ ყვეკაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავა. ეს იყო ძალის დემონსტრირება, როდესაც ასეულობით პოლიციელმა პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განახორციელა.
"ეს დაკავება იყო პირდაპირი პროვოკაცია. მელიას ბრალად ედება 2019 წლის არეულობის მოწყობა, როდესაც ის სამოქალაქო დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. მაგრამ იმ დღეს მომიტინგეთა დიდმა ნაწილმა მიიღო დაზიანებები, რაც გამოწვეული იყო უშიშროების ძალების გადამეტებული რეაქციით. ჯერჯერობით უშიშროების ძალების არცერთი წარმომადგენელს, ან იმ პირებს, ვინც ხალხის დაშლის ბრძანება გასცა, ბრალდება არ წაყენებიათ. მელიას დაპატიმრება ისეთი საკამათო საკითხი იყო, რომ გასულ კვირას, მელიას დაპატიმრების პერსპექტივის გამო, ქაღთული ოცნების პრემიერ-მინისტრი გადადგა და განაცხადა, რომ ეს "საფრთხეს შეუქმნის საქათველოს მომავალ დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას".
ასეთი კრიზისი აშშ-სგან მოითხოვს როგორც მკაცრ სიტყვებს, ასევე მმართველი ძალის დასჯის გეგმას. საქართველო კალათა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებშ ქვეყანა დემოკრატიას დაშორდა, იქ არსებობს აქტიური ოპოზიცია და ძირითადად თავისუფალი მედია.
არადა ბაიდენის ადმინისტრაციას გააჩნია ზემოქმედების ბერკეტი, რადგან აშშ საქართველოს საგრძნობ დახმარებას უწევს. 2010-2019 წლებში აშშ-ის მიერ გაწეული არასამხედრო დახმარება საშუალოდ წელიწადში 64 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში აშშ-მ საქართველოს 265 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია," - წერს ავტორი.
ლეიქი თვლის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი პასუხი ცივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დაგმო მელიას დაპატიმრება, მისი შემდგომი ფრაზა იყო "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ორივე მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას ან რიტორიკას, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, ან ძალადობისკენ მიგვიყვანს".
"ეს სახიფათო სიგნალია, რომელიც ვარაუდობს, რომ არსებულ კრიზისზე ორივე მნხარეა პასუხისმგებელი. ეს უბრალოდ ტყუილია. ოპოზიციური პარტიები არ შედიან ახალ პარლამენტში, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული კითხვები ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშრებით. ამასთან, მიუხედავად მარტშ მიღწეული შეთანხმებისა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მთავრობამ ახალი პოლიტიზირებული საქმეები აღძრა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ," - მიაჩინა ლეიქს.
იგი თვლის, რომ აშშ-ის პასუხის ერთერთი პრობლემა ის არის, რომ მას არ შეუძლია პასუხი მოსთხოვოს მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საქართველოს უმდიუდრეს მოქალაქესდ ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, - მიაჩნია ავტორს, თუ ევროპა და ამერიკა შემოიფარგლება მელიას ციხიდან განთავისუფლებით და არაფერს იტყვის ოქტომბრის არჩევნებზედ მომხდარ დარღვევებზე, "რეჟიმს მიეცემა სტიმული, რომ უფრო მეტი მძევალი აიყვანოს".
"როგორც მინიმუმ, აშშ-მ უნდა დაიწყოს ივანიშვილის უცხოური სიმდიდრის აღწერის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს, დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ყველაფერს კვლავ ის წყვეტს. და თუ ივანიშვილი გულწრფელად შიშობს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია სერიოზულად გაურთულოს მას ქონების მართვა, იგიო გადახედვას თავის სტრატეგიას, პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობის მიამართულებით." - ნათქვამია სტატიაში.ეს არის ნაბიჯი, რომელიც არასდროს გადაუდგია ბაიდენის წინამორბედს, თვლის ავტორი.
სტატიის დასასრულს ავტორი პრეზიდენტს მკვეთრი ქმედებისკენ მოუწოდებს: "თუ ბაიდენს სურს შეასრულოს თავისი დანაპირები, რომ ამერიკა დაბრუნდება, როგორც გლობალური ლიდერი, მას არ აქვს უფლება დარჩეს ნეიტრალური საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში".
მასალის გამოყენების პირობები