"ქართული ოცნება" პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი" , - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, ოპოზიცია თავის დამოკიდებულებებს გადახედავს.
"ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მედიაციას, რომ მმართველი გუნდი, ქართული ოცნება პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს",-თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები