"საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება" - მიტროპოლიტი ანდრია დაწესებულ შეზღუდვებზე
საზოგადოება - 21:59, 12 Apr, 2021     1157

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან და საკარანტინო ნორმების შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საჭიროა აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება".

მიტროპოლიტი მის მოსაზრებას არგუნემენტებით ამყარებს და საუბრობს მიზეზებზე თუ რატომ უნდა შემსუბუდეს დაწესებული შეზღუდვები.

მეუფე ანდრიას განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, საზოგადოება საკმაოდ ყურადღებით ეკიდება რეგულაციებს.

"ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო. ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - ადამიანის ჯანმრთელობას.

რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი - ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა - ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.

მეორე - ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.

მესამე - ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.

მეოთხე საკითხი - პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზებულობის ხარისხი მაღალია, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე სახელმწიფო სტრუქტურების და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ ყურადღებიანად და ორგანიზებულად იქცეოდა და დღესაც იქცევა. რა თქმა უნდა, არის დარღვევის ცალკეული ფაქტები, შეკრებები, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მაინც არის დაკავშირებული ადამიანების სულიერ მდგომარეობასთან, ადამიანები გადაიღალნენ ერთმანეთის გარეშე ყოფნით.

ზოგადად, საზოგადოების ორგანიზებულობა და ყურადღება ამ საკითხისადმი საკმაოდ მაღალია. ყოველივე დასახლებულის საფუძველზე მიმაჩნია, რომ საკარანტინო ნორმები იყოს გადახედილი და შემსუბუქებული. ამას ხელს უწყობს ვაქცინაციის დაწყების პროცესიც.

რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დაგეგმავენ, წარმართავენ და იტყვიან, რისი გაკეთება შეიძლება.

შეიძლება გადაისინჯოს და შეიცვალოს სხვადასხვა ნორმები. შეიძლება იყოს დღისა და ღამის ნორმები სხვადასხვა სახის. შეიძლება მოხდეს გადახედვა ფართისა და ადამიანების რაოდენობის მიმართ. მაგალითად, ისეთი დაწესებულებებისათვის, როგორც არის თეატრები, საკონცერტო დარბაზები, დახურული შენობები, ვთქვათ იტევს 300 კაცს, თუ შესაძლებელია, ნორმის დაცვით 100 კაცი დაესწროს, იყოს ამის შესაძლებლობა, რომ იმუშავოს თეატრმაც, საკონცერტო დარბაზმაც, ადამიანიც მივიდეს და დაესწროს.

ასეთი არის ჩემი მოსაზრება, რომელიც გაგაცანით და მინდა, რომ ჩვენს ხელისუფლებამდე მივიდეს ეს მოსაზრება. თუ თქვენ მეთანხმებით, მაშინ ეს იქნება ჩვენი ერთობით და ყველას სახელით მიწოდებული ჩვენი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძარში შეკრებილ მრევლთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42