როცა პარკში სეირნობ და ხეზე შემოხვეულ გიგანტურ გველს წააწყდები – ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა (ფოტო)
ეს საინტერესოა - 00:42, 13 Apr, 2021     2663

საკმაოდ უცნაური და არც თუ ისე ხშირი შემთხვევა დაფიქსირდა პენსილვანიის ერთ–ერთ პარკში, სადაც დამსვენებლები საკმაოდ აქტიურად სეირნობენ და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 აპრილს, მათ მიიღეც ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ–ერთ პარკში, ხეზე გიგანტური გველი იყო შემოხვეული, ამის დასტურს კი წარდგენილი ფოტო წარმოადგენდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები დაუყოვნებლივ გაემართნენ, გარკვეული დროის შემდეგ კი მზეზე მონებივრე გიგანტური შავი გველი მართლაც აღმოაჩინეს და ის პენსილვანიის ზოოპარკში გადაიყვანეს.

ქვეწარმავალს შემოწმება ჩაუტარდა, მას არავითარი ტრავმა არ აღენიშნება, მოგვიანებით მას ისევ ბუნებაშუ, თუმცა საზოგადოებისან მოშორებით დააბრუნებენ.

სპეციალისტების დასკვნით, გველი პენსილვანიის ტერიტორიაზე ბინადრობს, თუმცა მისი საზოგადოდ გამოჩენის არც თუ ისე ხშირი ფაქტები არსებობს. ის არის ვირთხებზე მონადირე შავი მახრჩობელა, რომელიც ადამიანებისთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს და არც შხამიანი გველების კატეგორიას მიეკუთვნება.

თუმცა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო იქნებოდა იმ ადამიანებისთვის ამ სანახაობის ხილვა, რომლებიც პარკში სასიამოვნო დროის გასატარებლად და განსატვირთად იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42