ნიკა გვარაიამ სუს-ის საიდუმლო ჩანაწერები გაასაჯაროვა - გოგა ხაინდრავასა და თეა წულუკიანის საუბარი ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე
პოლიტიკა - 23:36, 01 Aug, 2021     57828

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ სუს-ის საიდუმლო მოსმენების ჩანაწერები გაასაჯაროვა, მათ შორის, ერთ-ერთი შეეხებოდა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საუბარს, რომლებიც "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ამავე არხის წამყვანზე, გიორგი გაბუნიაზე ლაპარაკობდნენ.

დიალოგში საუბარია, პერიოდზე, როდესაც გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ქილერი ბოკოვი გამოგზავნა.

2020 წლის 16 ივნისს 14:00 საათზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, კრებსი საუბრიდან:

"გოგა ხაინდრავა: იმ ამბავს როგორ უყურებ ახლა, მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მაგათმა უფრო ადრე იცოდნენ ყველაფერი და დავწერე კიდეც. შენც ჩააგდე ჩათში, გივი თარგამაძის ისტორია გამახსენდა. მე ახლა ისეთი კავშირი არ მაქვს და იმასთან რამე მამაძაღლობას არ ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ლოგიკა ნახე როგორია, რომ იმან [ნიკა გვარამიამ] იცოდა და ამას არ უთხრა. ახლა წარმოიდგინე რა, თან უკრაინაა ჩართული... თანაც ეს ჩეჩენი არ არის ინგუშია და ყველა რატომღაც ჩეჩენს იძახის, ამ დროს ინგუშია ბადრის ძე არის, წარმოიდგინე, რა ბოკოვი. საერთოდ ბნელი ისტორიაა მე რომ კითხო.

თეა წულუკიანი: უბრალოდ მე წეღან რასაც ვიწერებოდი გარეთ როგორც გამოვიდა ესე არ ვარგოდა, ესენი, რომ იძიებდნენ ხომ ბევრად ადრე იცოდნენ რა უნდოდა მაგას, გოგა, ზუსტად შენი ის, რომ წავიკითხე მაშინ მომივიდა აზრად, რომ ეგ მაგათმა წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს, როგორც კი გაიგო, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა იმ წუთში გაახმოვანა რა. კაი გასაანალიზებელია თუ გვყავს ანალიტიკოსები, შესადარებელია ერთმანეთთან მოქმედება რა ხდებოდა, რა და როგორ ვითარებაში ამათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბმები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ამან იცოდა ულაპარაკოდ რა, წინასწარ.

თეა წულუკიანი: მე გაბუნიას ვერ ვუსმინე და აქვს რამე პრეტენზია გვარამიასთან? თუნდაც არაპირდაპირი

გოგა ხაინდრავა: ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა, რომელი გმირი მე გაბუნია მყავს... მაგაზე, რომ დაფიქრდება სერიოზულად რაშია საქმე მერე ვნახავთ, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ ასე ყოფილიყო, კადიროვი "სპასობნია" და პუტინიც სხვათაშორის, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ნახევარი მსოფლიო მოწამლეს, მაგისთვის აკეთებენ ამას ეხლა, სკრიპალებიც მაგის გულისთვის მოწამლეს და ის გერმანელიც, ის ხანგოშვილი მაგიტომ მოკლეს იქ. ასე, რომ გასაკვირი არაა და საინტერესოა სხვა ვერსიაც.

თეა წულუკიანი: ხო, სხვა ვერსიაც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.,"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42