500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

გლობალ

 9 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამის ახალი ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://500.co/accelerators/500-georgia/apply 

500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

საქართველოს ბანკის, 500 Global- ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ქართულ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები მიეცემათ.

აქსელერაციის პროგრამას 500 Global წელიწადში ორჯერ ჩაატარებს და დემო დღით დაასრულებს. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„500 Global უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი სტარტაპებისთვის, რომლის ფარგლებშიც შეძლებენ მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა. აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პარტნირობა სტარტაპერებს დაეხმარება აითვისონ ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე და გადავიდენ განვითარების ახალ ეტაპზე.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 ში შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა 30-მდე ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. ოთხი მათგანი -CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs - პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველიზე გაემგზავრა, რამაც სტარტაპერებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500 Global-მა ასევე ხელი შეუწყო ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზრებზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და დაიწყო ფუნქციონირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.

ცნობისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩერული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და  ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის.

ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:

https://www.facebook.com/BOG.Business/videos/768835254253862 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163