გენადი არველაძემ საქართველო-EFTA თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გენადი არველაძე

13 მაისს, ქ. ჟენევაში საქართველო-EFTA თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.  მხარეებმა გაცვალეს შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მდგომარეობაზე. დელეგაციების წარმომადგენლებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია  განხორციელებულ ეკონომიკური რეფორმებზე, მხარეთა შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე, განიხილეს ელექტრონული კომერციის სფეროში განვითარებული მოვლენები, ასევე იმსჯელეს შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატების საჭიროების საკითხზე. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე.  ცვლილება მიზნად ისახავს არა საქართველოსა და EFTA-ს შორის მოქმედი წარმოშობის წესების შეცვლას, არამედ ზოგიერთ პროდუქციაზე პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებული რედაქციის ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობას - იმ ეკონომიკური ოპერატორების სასარგებლოდ, რომლებიც ამას აირჩევენ. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და საქართველოს ერთობლივი კომიტეტი  EFTA-საქართველოს საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ხელი  2016 წლის 27 ივნისს მოეწერა და ძალაშია 2017 წლის სექტემბრიდან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია რუსთაველი
"არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა დღესაც გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადას...

პოლიტიკა 1713546070

ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382