ირაკლი ნადარეიშვილი: „საჯარო-კერძო დიალოგი, მისი ხარისხის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია"

ნადარეიშვილი

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კვლევა შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონს და დადგენილებას, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და ავტორობით არის შექმნილი, ან ამ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პრეზენტაციაზე „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევიდა ძალაში, ცალსახად ხაზს უსვამს და ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში დიალოგისა და კონსულტაციების საჭიროებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია  რეგულირების ზეგავლენის შეფასებაც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის სავალდებულო და მისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით დამტკიცებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია.

„2016 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო  ასევე აქტიურად იყენებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმას, რომელშიც შედის თითქმის ყველა დარგობრივი ასოციაცია. ამ პლატფორმის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ კერძო სექტორთან ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ რეგულაციასა და ინიციატივაზე, რომელშიც ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი
"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა..." - გია ხუხაშვილი

"გუშინ მდინარაძემ ტექნიკურად “ჩაუშვა” ბიძინა, “შეტენა” რა მას მთელი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. ფრაზა “ივანიშვილის ხელმძღვანელობით სულიერად გადარჩენა” ამ ვირეშმაკების პირიდან, თითქოს განადიდებ...

სოცმედია 1711621560

ბუდანოვი
“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711620740

სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000

ქუთაისის მერია
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ენმ" გაუქმდა - წასულებმა "პროგრესი" დააარსეს და "ახალს" უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახე...

პოლიტიკა 1711618503

პანაშვიდი
"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი" - სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან,  უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმც...

საზოგადოება 1711618326

ლაზარე გრიგორიადისი
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. იყო მოლოდინი რომ დღეს განაჩენიც გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ლაზარეც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულისთვის დის...

სამართალი 1711618129