ბიზნესი & ეკონომიკა • 1652344472
„აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესი და კონგრესმენები ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან - დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრები ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მათში ასევე საქართველოს ელში აშშ-ში დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.
კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ - ს შორის.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, კონგრესი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი. მისივე თქმით, კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.
„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა, რომელიც ძალიან მჭიდროდ და ალბათ ყველაზე მაღალ დონეზეა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს იმისთვის, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს წარმატებით მიმდინარეობს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის" - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...
კრიმინალი • 1711696200
„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...
საზოგადოება • 1711695600
ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...
პოლიტიკა • 1711694820
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.
სოცმედია • 1711693560
რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?
საზოგადოება • 1711692900
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...
საზოგადოება • 1711692540
ეს საინტერესოა • 1711653738
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1711567860
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი