ლევან დავითაშვილი - საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს

დავითაშვილი

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) საერთაშორისო გადაზიდვებით 12.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლზე 16.5%-ით მეტია. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ტენდენცია ნათლად მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია.

„საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია.

ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7 პროცენტით მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით - 152 პროცენტით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით - 188.9 პროცენტით მეტმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
ფოტო: „ჩემი სანდრო დგას მიტინგებზე. ყველაფერს ვიზამ, რომ პოლიტპატიმრობამ არ მოუწიოს და... ბოლო თაობა იყოს, რომელსაც საქართველოს რუსეთისგან დასახსნელად ბრძოლა უწევს“ - ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოცქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „მამაჩემი დისიდენტი და პოლიტპატიმარი იყო, მეც მომიწია პოლიტპატიმრობა, ახლა ჩემი სანდრო დგას მიტინგებზე.ყველაფერს ვიზამ, რო...

სოცმედია 1713630717

ახალგაზრდბის ფიცი
„ვფიცავ, არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს“ - ახალგაზრდების ფიცი

„არა რუსულ კანონს!“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს სადაც ფიცი დადეს. პარალმენტის წინ ახალგაზრდების ორგანიზებით მოქალაქეები დღესაც შეიკრი...

პოლიტიკა 1713629824

ღარიბაშვილი
"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბა...

პოლიტიკა 1713625944

მდინარაძე
"რა დროს სასამართლოა..." - მამუკა მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხ...

პოლიტიკა 1713625837

იოსელიანი
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს“ - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახ...

პოლიტიკა 1713625369

ნანუკა გულუა
„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაშ...

საზოგადოება 1713625183