ნათია თურნავა - 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც განვითარების ბიუჯეტია, კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს მაღალი 6-პროცენტიანი ზრდა გვქონდეს

თურნავა

„საქსტატმა" გამოაქვეყნა 2021 წლის მესამე კვარტალის ბიზნესსექტორის სტატისტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5 პროცენტით გაიზარდა, თითქმის 40 პროცენტით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მან 40,5 მლრდ ლარს მიაღწია. ბრუნვა პრაქტიკულად ყველა სექტორში გაიზარდა. მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის, იგივე სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით. ეს მაჩვენებელი 86 პროცენტამდეა გაზრდილი. გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა 41,4 პროცენტით მეტია. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბრუნვა სხვა ბიზნეს საქმიანობის მიმართულებითაც," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის" მიერ ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტატისტიკა 2021 წლის მესამე კვარტალისთვის. ნათია თურნავამ კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრის შეფასებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდა ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, წელსვე ჩვენი ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარით და მეტითაც გაგვეზარდა. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, გათვალისწინებული იყოს საკმაოდ მსხვილი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით. ესაა განვითარების და არა მხოლოდ კოვიდ-ხარვეზების აღმოფხვრის ბიუჯეტი.  რომელიც კარგ საფუძველს ქმნის, რომ მომავალ წელს 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850