ნათია თურნავამ ქართული ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ბრენდის დღე 2021"-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ქართული ბრენდის დღეს ღონისძიებაზე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაშია გამოვლენილი, მათ შორის რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვა. ღონისძიება წელს მე-19-ედ გაიმართა.

ნათია თურნავას განცხადებით, მოხარულია, რომ დაჯილდოებულ კომპანიებს შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებიც იყვნენ.

„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში,  წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები. წლებია უკვე ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540