როგორ გავატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები სახლში - საინტერესო იდეები მულტიმარტისგან

საზოგადოება

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყება იმაზე ფიქრი, თუ სად და როგორ შეიძლება გავატაროთ დრო შვებულების პერიოდში ან უბრალოდ დასვენების დღეებში.  სხვადასხვა მიზეზების გამო, ხშირად ხდება, ისე რომ განტვირთვისთვის სახლიდან გასვლას ან ქალაქგარეთ გასეირნებას ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევიქმნათ კომფორტი და ჩვენთვის სასურველი გარემო, რათა სახლში ყოფნა ისეთივე მომხიბვლელი იყოს, როგორც ნებისმიერ სხვა გასართობ და დასასვენებელ ადგილებში.

პირველ რიგში, მოკალათდით სავარძელში და დაფიქრდით, მარტო დარჩენა უფრო გესიამოვნებათ, თუ მეგობრების ან ოჯახის წევრების მოპატიჟება. თუ მარტო არ ცხოვრობთ, მაშინ ისღა დაგრჩენიათ იფიქროთ, როგორ გაატაროთ ეს დრო მხიარულად თქვენს გარშემო მყოფებთან ერთად. შემდეგ გაიხსენეთ, რა სახის აქტივობა განიჭებთ ბენდიერებას ან რა გიწყობთ ხელს განტვირთვაში. მაგალითად მოსახერხებელ სავარძელში, საქანელასა თუ ჰამაკში ნებივრობა, სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავება ან უბრალოდ ზაფხულის ცხელ დღეებში სიცხისგან თავის დაღწევა.

ამ შემთხვევაში, არაფერია იქნება უკეთესი, ვიდრე თქვენი სახლის, ეზოს ან ბინის გაფორმებაზე ზრუნვა სახალისო, კომფორტული და ლამაზი სივრცის შესაქმნელად.

მულტიმარტი გთავაზობთ გასართობი საშუალებების, ავეჯის და აქსესუარების ჩამონათვალს, რომლებიც სახლში დასვენებისას საუკეთესო გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ:

აუზები 

ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იმატებს, გასაბერი და კარკასული აუზები, განტვირთვისა და გაგრილებისთვის  შესანიშნავი საშუალებაა. მათი წყალობით საკუთარ ეზოში  შეგიძლიათ, გაირუჯოთ,  იცურაოთ და დრო მხიარულად გაატაროთ. თუ ქალაქგარეთ დასასვენებლად გასვლას ვერ ახერხებთ, საჯარო აუზები გადატვირთულია, თქვენთვის სიცხეში გადაადგილება არასასიამოვნოა ან კომფორტულ გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად გაგრილება გსურთ,  ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად  შეგიძლიათ მიიღოთ. გარდა ამისა, გასაბერი აუზები მარტივად გამოსაყენებელია, ის რამდენიმე წუთში მონტაჟდება და არის ადვილად შესანახი.

მულტიმარტზე თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ზომის, ფორმის, ტევადობის და დიზაინის გასაბერი და კარკასული აუზები, სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, როგორც ზრდასრულებისთვის ისე ბავშვებისთვის.

აუზის აქსესუარები 

კომფორტისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად, ნებისმიერი აუზისთვის აუცილებელი ატრიბუტია შეზლონგი და სხვადასხვა აქსესუარები. ეს აქსესუარები კი შეიძლება იყოს აუზის კიბე, ქოლგა, ფილტრი, ნასოსი და ა.შ. აქვე, არ დაგავიწყდეთ გასართობი და დამცავი საშუალებები, როგორიცაა გასაბერი კამერები და ბურთები.

ბატუტები 

ბატუტი ერთი შეხედვით უბრალო გასართობი საშუალება ჩანს, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ნივთია იმისთვის, რომ სახლში ყოფნისას დრო მხიარულად გაატაროთ, თან ივარჯიშოთ და ჯანსაღ ცხოვრებას მისდიოთ. იცით თუ არა, რომ ბატუტზე ხტომა შესანიშნავია წონის დაკლებისთვის, ის  68%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე ნახევარსაათიანი სირბილი. აუმჯობესებს სისწრაფესა და წონასწორობას, ეხმარება თქვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებების მონელებასა და ნარჩენებისგან გაწმენდაში.

გარდა ამისა, ბატუტზე ხტომა უზრუნველყოფს პოზიტიური ჰორმონებისა და ნაერთების მომრავლებას. შესაბამისად, თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ გაერთოთ და გაზარდოთ თქვენი მოქნილობა  ყოველგვარი პროფესიონალის ხელმძღვანელობისა და ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე. ასევე, მისი აწყობა საკმაოდ მარტივია, გამოყენება კი მოსახერხებელი.

მულტიმარტი გთავაზობთ ბატუტის მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც შესაფერისია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ბაღის ავეჯი 

სახლში დროის გატარება მით უფრო სასიამოვნოა თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, რომელსაც ეზო აქვს. ამ დროს ბაღის ავეჯი გადამწყვეტი ასპექტია ლამაზი და კომფორტული სივრცის მოსაწყობად.  თუნდაც, მაგიდა სკამების კომპლექტი, პავილიონი ან დასაკეცი მაგიდა, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ, ეზოში დაისვენოთ და სასურველი სასმელი ან საჭმელი ღია ცის ქვეშ სუფთა ჰაერზე მიირთვათ. გარდა ამისა, დახვეწილი ბაღის ავეჯი ავსებს და ხაზს უსვამს ნებისმიერი შენობის  სილამაზეს. მათი პრაქტიკული დიზაინი, კი სახლში გატარებულ დროს უფრო სასიამოვნოს ხდის.

საქანელები

საქანელა, ალბათ, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საყვარელი გასართობი საშუალებაა. მნიშვნელობა არ აქვს,  ზაფხულის სახლში გატარებას აპირებთ თუ არა, ის ყოველთვის გამოგადგებათ.  თუ ხართ ადამიანი,  რომელიც ეძებს გართობასა და დასვენებას, მაშინ აუცილებლად უნდა იყიდოთ საქანელები თქვენი სახლის, აივნის, ბაღის ან ნებისმიერი სხვა ადგილისთვის. თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ხის საქანელა მისაღები ოთახისთვის, ლითონის ჰამაკი აივნისთვის, ტილოს ჰამაკი თქვენი ბაღისთვის და/ან ბამბის ფეხის ჰამაკი სამუშაო მაგიდისთვის. დასასვენებელი, თვალისმომჭრელი და სახალისო, საქანელა სავარძლები შესანიშნავი რამაა, რომლითაც ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია ისარგებლოს.

ჰამაკები

ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ბედნიერი არდადეგების სინონიმი - ჰამაკი, რომელიც ბაღის ავეჯის გამორჩეული ნაწილია. მისი  დიზაინი საშუალებას გაძლევთ იმოძრაოთ ისე როგორც გსურთ, რაც შესანიშნავია ძილისა და დასვენებისთვის დიდებულ, თბილ დღეს.

იმისათვის, რომ მულტიმარტი   დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში - კომფორტული ავეჯიდან, რომელი იქნება თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი?!,  დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს ან თითოეული ნივთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით  ვებგვერდზე, სადაც საუკეთესო ფასად იპოვოთ სასურველ პროდუქციას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827