საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ხორნაბუჯი" წვენის ახალ საწარმოს აშენებს

წვენი

-საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „ხორნაბუჯმა“ ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღების გაშენებისთვის 375 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღები 48,35-ჰექტარზეა გაშენებული. ახალი ქარხნის პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი  1 200 000 ლარია.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 3613 კვ.მ-ზე, ევროპული წარმოების დანადგარებით წვენის ახალ საწარმოს ვაშენებთ. „ხორნაბუჯი“-ს ხეხილის რეალიზაციის მოცულობა 250 ტონას უტოლდება. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა აქტიურად ვგეგმავთ ექსპორტსაც. ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს სამი დასახელების წვენის წარმოება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ევროპული წარმოების დანადგარები. კერძოდ კი ბროწეულის გამრჩევი დანადგარი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს გვაქვს. ახალი საწარმო მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“-განაცხადა კომპანია „ხორნაბუჯის“დირექტორმა, გოგა ყაჯრიშვილმა

„მოხარული ვართ, რომ ბანკისა და „ხორნაბუჯის“ ერთობლივი პარტნიორობით მეურნეობას, რომელიც  ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღებს აერთიანებს, ახლა უკვე წვენის საწარმო დაემატება. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა ექსპორტზე გასვლას გეგმავს.  ეს ბანკისა და კომპანიის მეორე ერთობლივი პროექტი გახლავთ. „ხორნაბუჯი“ ასევე ფლობს სამაცივრე მეურნეობას, რომლის ჯამური ბიუჯეტიც  1 400 000 ლარია. პროექტი კი სოფლის მურნეობის სააგენტოსა და საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას. ჩვენ კი  მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, განსაკუთრებით აგრომიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163