საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

საქბანკი

საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველ, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას - FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards.

FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,

სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ.  გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის  31 აგვისტოს დასრულდება. დაჯილდოვება  კი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.

პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge/  და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.

FIABCI-Georgia-ს პირველი ეროვნული დაჯილდოვება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

უძრავი ქონების დღეების ფარგლებში ჩატარდება პარალელური აქტივობებიც:  რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია -,,ქალაქები მწვანე მომავლისთვის,“ პანელური დისკუსია -,,უკრაინის ქალაქების აღდგენა,“ ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები. ქალაქის ტურები, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

FIABCI-Georgia-ს უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოვება მუდმივ ხასიათს მიიღებს და ის ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.

„უძრავი ქონების პირველი ეროვნული დაჯილდოვების  მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის ოქტომბერში FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოვების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ბანკი. ამ ჯილდოთი გვინდა

გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლიკა ქარდავამ FIABCI-Georgia-ს ხელმძღვანელმა.

„მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის  ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და

მეტ ინვესტორს,  არსებულს თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“ ,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827