საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

საქბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა იმ ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო პროექტში, ერთ-ერთი კი ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების სახელოსნო „ხელნაკეთი თოჯინები ლილეა“.

2011 წლიდან, კომპანია როგორც ანტიალერგიული მასალისგან დამზადებულ საბავშვო სათამაშოებს, ასევე თოჯინა-სუვენირებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთებს აწარმოებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით,  სუვენირების მაღაზიებში და კომპანიის Facebook გვერდზე. ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, Etsy.com და ebay.com პლატფორმებზე.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმოების გაზრდაზე ვმუშაობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და განვითარებაში გვეხმარება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ცირა პავლიაშვილი

განსაკუთრებული პოპულარობით კომპანიის მიერ წარმოებული თოჯინა-სუვენირები სარგებლობს - სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ ეროვნულ ხასიათს, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

„მომხმარებელს კონკრეტული ადამიანის ან პერსონაჟის პროტოტიპ თოჯინებსაც ვთავაზობთ, მიმსგავსებული ხასიათით, ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ასეთი ორიგინალური საჩუქარი უემოციოდ არ ტოვებს არც ერთ ადრესატს. მოხარული ვართ, რომ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავუზიაროთ ეს ემოციები. წარმოების გაზრდა, მეტი ადამიანის დასაქმება, ადგილობრივ ბაზარზე მეტი პროდუქციის განთავსება და ქართული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია - ეს ის მიზნებია, რომელის მიღწევაშიც საქართველოს  ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი გვეხმარება  “, - დასძენს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსული კანონი 1
ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი...

პოლიტიკა 1713243244

ნათია ფანჯიკიძე
„ამ კანონს არავინ დაემორჩილება, არავინ აიწებებს იარლიყს“ - ნათია ფანჯიკიძე რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ძლივს ერის გამოჯანმრთელების ნიშნებს, რაც ფეხბურთმა მოგვიტანა, ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებენ? ნუთუ არავინ ამოიღებს ხმ...

სოცმედია 1713243030

ამინდი
ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილ...

საზოგადოება 1713240978

ასტროპროგნოზი
რა გელით დღეს – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროპროგნოზი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პ...

ეს საინტერესოა 1713239975

ეკა კვესიტაძე
„გავლექსე ფაქტობრივად“ - რა ვიდეოს აქვეყნეს ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „მაგრამ დღევანდელი დღიდან ეს ყველაზე სახალისო ვიდეოა   ვერ მიმითითებთ ვერაფერს, კანონი მიმითითებს ყველაფერს   გავლექსე ფაქტობრივად “  

სოცმედია 1713239826

თსუ - ქართული ხორბალი1
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული ს...

განათლება 1713238806