საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

მარწყვი

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და თაფლის წარმოებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 610,000 ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენი ბიზნესი ზრდას და განვითარებას განაგრძობს. მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ამჟამად თაფლის რეალიზაცია 2 ტონას, ხოლო მარწყვის - 5 ტონას უტოლდება. პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გეგმაში გვაქვს დამატებითი ფართობის ათვისება და ახალი ბაღების გაშენება. ბანკთან პარტნიორობით, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც, რომელიც 20 ტონამდე მოსავალს ინახავს. გვინდა სამომავლოდ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი აგრობიზნესი, მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუზრუნველვყოთ პროდუქციის რეალიზაცია“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, დავით კუჭუხიძე.

„ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს  პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება. მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მსგავსი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკო კვარაცხელია
„ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს!!! არა რუსულ კანონს!!! წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე Facebook-ზე თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით. 

საზოგადოება 1713297165

ერჰოფსტადტი
"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!" - ევროპარლამენტარი

"ქართველები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ: არა რუსულ ჩარევას! და ისინი მართლები არიან!", - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს და რუსული კანონის საწინააღმდეგოდ...

პოლიტიკა 1713296933

ხარებაა
ხალხი გაუფრთხილებლად, "ხარებას" გამო სცემეს - როგორ დაიწყო დაპირისპირება

დაპირისპირება "ხარებას" ხსენებას მოჰყვა - ამის შესახებ "გიორჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.   მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკ...

პოლიტიკა 1713296842

ასტროპროგნოზი
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მა...

ეს საინტერესოა 1713296400

რამიშვილი მიშიკო
„ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ“ - მიხეილ რამიშვილი

"ერთი ბალონი დამაცალეს თავზე, ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში" - ამ განცხადებას ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აკეთებს და იხსენებს, როგორ გადაამეტეს ძალას სამართალდამცავებმა და როგორ გამოიყენეს მშვიდობ...

პოლიტიკა 1713296076

გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813