20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი 

არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს საკუთარი შეხედულებების, ღირსების და ავტორიტეტის დაცვა მოგიხდეთ არაკეთილმოსურნეთა შემოტევისგან. დიდი მონდომების მიუხედავად, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ მოვლენების მიმდინარეობა თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ, რადგან სიტუაციის განვითარებაში ძალიან ბევრი შემთხვევითი ფაქტორი მონაწილეობს. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა შეამციროთ და საკუთარი იდეებისა და გეგმების შესახებ არავის უამბოთ. გახსოვდეთ, რაც შეიძლება ნაკლები კონფიდენციალური საუბარი უცნობ ადამიანებთან!

კურო

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი და სიმტკიცე პოზიტიურ სიტუაციას შექმნის. სასიხარულო მოულოდნელობა გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის შემოინახოთ. შესაფერისი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისა და სპორტისთვის.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. ოპტიმიზმი, კეთილგანწყობა და პიროვნული ხიბლი ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და ნდობას გაუზრდის. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში შეასრულოთ. სასიცოცხლო პოტენციალის შესუსტება ცდუნებების სურვილით აგავსებთ, რამაც შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაართულოს.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე კარგი ამბებით დაიწყება, დიდი მოულოდნელობებით გაგრძელდება და საყოველთაო აღიარებით დასრულდება. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაასრულოთ და ნათესავებთან ხანგრძლივი დავა შეწყვიტოთ.

ლომი

არახელსაყრელი დღეა. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თქვენი მონდომება მნიშვნელოვან შედეგს არ მოიტანს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე შედეგების შეჯამებას და პრობლემებისგან ანალიზს დაუთმოთ. საღამოს, ლომ მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ორი, დიდი ხნის წინ გადამტერებული ადამიანი შეარიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ და არავის მისცეთ უფლება, თქვენზე გავლენა მოახდინოს. გამორიცხული არ არის, მოვლენების მიმდინარეობა თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში, დაწყებული საქმეების დასრულებაში და ახლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა.

მორიელი

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი. დიდი და უსიამოვნო ცვლილებები გელით, რაც მომდევნო კვირას და შესაძლოა, მთელი თვეც გაგრძელდეს. პრობლემები ძირითადად, ბავშვებს ან ნათესავებს უკავშირდება. ეცადეთ ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ. სასურველია განმარტოება და დასვენება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. პიროვნული თვისებების დამსახურებით უამრავ სასარგებლო, საქმიან ნაცნობობას გააბამთ, რაც ძალიან გამოგადგებათ მომავალში. იმედგაცრუების ან ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ შესყიდვის ან საბუთების გაფორმების დროს. სიზმარი ერთ კვირაში ახდება. სარკე სიზმარში - ინტიმური ურთიერთობები ან ქორწინებაა.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარი შეხედულების დაცვა მოგიწევთ. შესაძლოა, პარტნიორისგან ვალდებულებების შესრულება მოითხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ინტერესები აქტიურად დაიცვათ. კომპრომისები და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა არ უნდა დაუშვათ. შეიძლება მოვლენების მიმდინარეობა თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლებთან ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, ასევე - ქორწინებისთვის. მეგობრების რჩევა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ძალიან დაგეხმარებათ. ამ დღეს არ შეიძლება სიძუნწის, სიხარბის და უნდობლობის გამოჩენა. ახლობელ ადამიანებში ეჭვი არ შეიტანოთ.

თევზები

პასიური, მძიმე დღეა. მუშაობაში ჩართვა გიჭირთ და საქმიანობის შეცვლაზე ფიქრობთ. მოერიდეთ დეპრესიულ განწყობას და ახალ პასუხისმგებლობებს. ეცადეთ, ძველი საქმეები მშვიდად დაასრულოთ. ახალი საზრუნავი რომანტიკულ გატაცებას ცოტა ხნით დაგავიწყებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800