26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

დღეს სასურველია დაკავდეთ სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობით, ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პირადი სივრცე, ხოლო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეები სამომავლოდ სჯობს გადადოთ.

კურო

ნუ აჰყვებით სხვების კრიტიკულ გამოხტომებს და წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ წამოწყებაში. წარადგინეთ ახალი პროექტი, გაბედულად შეუდექით ახალი გეგმების რეალიზებას, ყველა საქმე სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება.

ტყუპები

დღეს შეეცდებით ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი ცხოვრება. მოიგონებთ ათას მიზეზსა და საბაბს, რათა განახორციელოთ ის, რაც მიზნად დაისახეთ, თუნდაც ცხრა მთას იქით მოგიწიოთ გადაადგილება.

კირჩხიბი

დღეს შეგიძლიათ მოიძიოთ უფრო მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიული სამსახური, შესაძლოა ფულადი სიურპრიზიც გაგიკეთონ, რომელიც დამსახურებული, მაგრამ მოულოდნელი ჯილდო იქნება თქვენი გაკეთებული კეთილი საქმის გამო.

ლომი

ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული, ვინაიდან შესაძლოა უსიამოვნო მოულოდნელობებს ჰქონდეს ადგილი, ხოლო ნებისმიერი თქვენი დამოუკიდებელი ქმედება, სწავლის, ბიზნესის, შემოქმედებითი საკითხები, საშინაო საქმეები, სამსახურებრივი თუ პირადი თემა, სადაც შედეგებზე თავად ხართ პასუხისმგებელი - წარმატებულია.

ქალწული

თქვენთვის მეტად სასიამოვნოდ წარიმართება დღევანდელი დღე, ელოდეთ მოულოდნელობებს და განგების საჩუქარს, შესაძლოა ამ დღით ახალი, იღბლიანი ეტაპიც დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

არის ალბათობა, რომ სათანადო მომზადებისა და არასაკმარისი ინფორმაციის გამო ხელიდან გაუშვათ კარგი შანსები და ვერ მართოთ სიტუაცია, ამიტომ კარგი იქნება თუ იმ საქმეებით დაკავდებით, რომელშიც თავდაჯერებულად იასპარეზებთ.

მორიელი

გადახედეთ თქვენს საქმეებს, გააცოცხლეთ მივიწყებული, ძველი პროექტები, ამაში დაგეხმარებათ ამ დღის პოზიტიური სიახლეები, ცნობა თუ ინფორმაცია ან ახალი კონტაქტები. სწორედ დღევანდელი ენერგიები გაძლევენ შანსს პროექტის ასამოქმედებლად.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს გაგონილმა ჭორებმა ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების სტილზე, შესაძლოა სწორედ თქვენს მიერ გავრცელებული ჭორის მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარი აზრის გამოთქმისას.

თხის რქა

ნაკლებად დაინტერესდით სხვების საქმეებით, სხვათა წარმატებებით და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმეები, გაიხსენეთ განვლილი გზა და ძველი გეგმები, ის თუ როგორ მიაღწიეთ წინსვლას და უკანმოუხედავად აიღეთ გეზი მწვერვალებისკენ.

მერწყული

მთავარი მამოძრავებელი ძალა დღეს ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანობაა, რაშიც დიდ როლს თქვენი ახლობლები, კოლეგები თუ მეგობრები ითამაშებენ. სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას და შთამბეჭდავი შედეგების მიღებას.

თევზები

დღეს მეტად ჯიუტად და შეუპოვრად შეეცდებით თქვენი გაიტანოთ და უმოწყალოდ აკრიტიკოთ სხვები, საშუალებას არავის მისცემთ რაიმე სხვაგვარად გააკეთონ ან თქვენს საქმეში ჩაერიონ. ნუ გადაამეტებთ, დაიცავით ზომიერება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
"ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ...

სპორტი 1713585635

აქცია არარუსულ კანონს
„არა რუსულ კანონს!“ - ახალგაზრდების აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. 19 აპრილის აქცია კი...

პოლიტიკა 1713585528

ნინო ნადირაძე
„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“ - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადიირაძე სოციალურ ქსელში წერს:     ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ,...

სოცმედია 1713585367

ბრეგაძე
,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა.ვინმეს მოღალატე, გამყიდვ...

პოლიტიკა 1713585288

ია ფარულავა
„ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს დასმენების ეპოქაში, ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება“ - ია ფარულავა რუსულ კანონზე

ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. „სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კა...

საზოგადოება 1713585131

უჩავა
„იმედმა“ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან“ - ლაშა უჩავა

ლაშა უჩავა სოცქსელში წერს: „ის რომ იმედმა საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან, ალბათ, ეს არის “ღირსებით წინ ევრ...

სოცმედია 1713585012