„8 აგვისტოს შემდეგ იგრძნობთ დაღლილობას“ - რას ურჩევს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს

ცაგარელი.jpg

23 აგვისტო გარდამტეხი პერიოდია. 23-ში მზე, რომელიც ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება, გადავა ქალწულში.  ეს პერიოდი კარგია ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებისთვის. 23-ის შემდგომ კი მიწისა და წყლის სტიქიებისთვის.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე სუბრობს და თითოეულს რეკომენდაციას აძლევს.

ვერძი: მთელი აგვისტო კარგად იგრძნობს თავს. შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსებში, ლატარიებში.. შეიძლება ახალ რომანტიულ პირობებშიც აღმოჩნდეს, ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს.

კურო: 1-ლი აგვისტოდან კუროს ენერგოტონუსმა შემცირება დაიწყო. მე ვთხოვ მათ, აიღონ შვებულება და მეტად დაისვენოს. ეს თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოს, არაფერი სარისკო და რთული არ გააკეთოს. ამას ორგანიზმი და ნერვული სისტემა ვერ გაუძლებს. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.

ტყუპები: გამოცოცხლდებიან. რაც მეტი შეხვედრა, მოლაპარაკება და ურთიერთობა ექნება, მით მეტ საინტერესო ინფორმაციას გაიგებს, მეტ საინტერესო ადამიანებს გაიცნობს და ახალი იდეების რეალიზაცია მოიმატებს მის ცხოვრებაში. 23 აგვისტოს შემდეგ თავისი აქტიურობა ცოტა უნდა შეამციროს.

კირჩხიბი: ვთვლი, რომ 1-ლი აგვისტოდან კირჩხიბი შვებულებაში უნდა გავიდეს. თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე დაგრჩათ მოსაგვარებელი, ეს ყველაფერ 8 აგვისტომდე მოასწარით. მერე საკმაოდ რთული, შტორმული პერიოდი დაგეწყებათ.

ლომი: ყველაზე აქტიურია. ახლა მზე ლომის ზოდიაქოში გადის, არნახულად მიმზიდველი, ლიდერი, ორგანიზატორი... ამ ნიშანს ყველაფერი გამოდის, ლომს გაჩერების უფლება არ აქვს.

ქალწული: წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. მისი ენერგოტონუსი კლებულობს, მეტად უნდა გამოიძინოს, მეტად დაისვენოს. ქალწულს საქმის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, აკეთოს, მაგრამ ორგანიზმს მეტად განახლების საშუალება მიეცით. 20-23 აგვისტომდე პერიოდი მშვიდად გაიარეთ, დაისვენეთ ან თქვენთვის სასიამოვნო საქმეს მოჰკიდეთ ხელი. მაგრამ გახსოვდეთ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებებს აძლიერებენ. ინფორმაციას ნუ გათქვამთ, საიდუმლო დაიცავით, რათა პერიოდი მშვიდად გაიაროთ.

სასწორი: ძალიან აქტიური ხდება, პარტნიორული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. პარტნიორები, მეგობრები მაქსიმალურად ეხმარებიან და გვერდით უდგანან. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი იდეის რეალიზაციისთვის, ასევე  შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სასწორს მაქსიმალური აქტიური მოქმედება სჭირდება, რადგან სექტემბერი ექნება უფრო რთული. აგვისტოში უნდა დაისვენოს და საქმეც აკეთოს კიდეც.

მორიელი: 8 აგვისტოს ჩათვლით, თუ მაინცდამაინც უნდა აქტიურობა, იაქტიუროს, 8 რიცხვის შემდეგ იგრძნობთ დაღლილობას, შეცდომების დაშვების მაღალ შესაძლებლობას, თქვენს საწინააღმდეგოდ ფარული ბრძოლა და კონკურენტები გაძლიერდებიან. რადგან ენერგოტონუსი ეცემა, კოსმოსი მიგანიშნებთ, რომ 8-23 აგვისტომდე უნდა დაისვენოთ და დახარჯული ენერგია აღიდგინოთ.

მშვილდოსანი: გამოცოცხლდება. რაც დღეები გადის, ენერგია მას ემატება. ის რთული პერიოდი, რაც მას 2-3 კვირის წინ ჰქონდა, მთავრდება. ამიტომ ახლა ნელ-ნელა სიტუაცია უმჯობესდება, განწყობა, ოპტიმიზმი მატულობს, წარმატების ფაქტორიც ყოველ დღე მატულობს, ამიტომ აგვისტო აქტიურად უნდა გაიაროთ. ეს საუკეთესო პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი თვე თქვენთვის. დაისვენეთ, ივარჯიშეთ, იმოგზაურეთ და საქმეც აკეთეთ.

თხის რქა: ახლა მათი ენერგოტონუსი ეცემა. ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაიტვირთებით, სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ. თუ რამე გაქვთ მნიშვნელოვანი, რომელიც დაუსრულებელია, 8 აგვისტომდე მოაგვარეთ, მერე არ შეიძლება. თუ ახლავე გადახვალთ ცხოვრების სხვა რიტმზე, გახსოვდეთ, რადგან ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ვეღარ „ქაჩავს“. 23 აგვისტოდან იგრძნობთ, რომ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და აქტიური სექტემბერი გექნებათ.

მერწყული: მისი ენერგოტონუსი უმჯობესდება, შეიძლება ბევრი საკითხი მოაგვაროს, თუ რამე პრობლემა ჰქონდა, ისიც სერიოზულად გადაწყვიტოს. მერწყულს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს წარმატების მისაღწევად 23 აგვისტომდე, ამის შემდეგ შანსები ნელ-ნელა შემცირდება. ახლა აქტიური მოქმედების და წარმატების დროა.

თევზები: ახლა მათ სჭირდებათ მეტი ყურადღება და რატომ: ენერგოტონუსი მცირდება, უფრო მეტად იღლებიან, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას გაუფრთხილდნენ. შეიძლება გამოჩნდეს ისეთი გავლენიანი ადამიანი, რომელიც კრიჭაში ჩაუდგება მათ წისვლასა და განვითარებას, ამიტომ უნდა უყოს ფრთხილად. ახლა კონფრონტაციის დრო არ არის, შერიგების პროგრამა უნდა წამოწიოს წინ. ახლა თევზები დასასვენებლად უნდა მოემზადონ, რადგან ენერგოტონუსი ეცემა და არამდგრადია. მათ უყვართ წყალი, ზღვა დაამშვიდებთ. ახალ ენერგიებს შესძენს. მერე უკვე 23 აგვისტოდან ენერგოტონუსისა და იღბლიანობის მატებას იგრძნობენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316

თსუ-სტუდენტებთან შეხვედრა
ჯაბა სამუშია თსუ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუდენტებს   საუნივერსიტეტო სიახლეები მოკლედ...

განათლება 1711718172

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711717915

პენიტენციური
ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი  

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 202...

კრიმინალი 1711717863