ACS ვორქშოფი ქიმიის მასწავლებლებისათვის თსუ-ში

თსუ

საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან მოწვეული საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

STEM აკადემიაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) მიერ დაარსებული საინფორმაციო კამპანიის „ქიმიკოსები აღნიშნავენ დედამიწის კვირეულს“ ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას-  „ACS ვორქშოფი ქიმიის მასწავლებლებისათვის”.

ღონისძიებაზე მასწავლებლებს  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში დოქტორი ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ.

„დღევანდელი დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის გაეცნონ თსუ-ს ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, იმ სასწავლო მასალებს და შინაარს,რომლებიც გადმოტანილია სანდიეგოს სასწავლო კურსებიდან. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა მომავალი ქიმიკოსებისა და ბიოქიმიკოსებისთვის, მიიღონ კალიფიციური განათლება საქართველოში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა მადლობა გადაუხადა ღია კარის დღის ორგანიზატორებს:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო  წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობას. „ვორქშოპის მონაწილე სკოლის მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ლაბორატორიების და  სასწავლო პროგრამებს გააცნობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.ვიმედოვნებ,რომ ბევრი კვალიფიციური კურსდამთავრებული ეყოლება ამ პროგრამას და ჩვენი სტუდენტები სადოქტორო სწავლებას უკვე კალიფორნიაში გააგრძელებენ“,- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის გიორგი ჯიბუტის თქმით, ღია კარის დღისთვის ორგანიზებულმა ვორქშოფმა მასწავლებლებისთვის გააერთიანა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე 3 სესია:  ზოგადი და არაორგანული ქიმია,  ორგანული და ბიოქიმია და ფიზიკური და ანალიზური ქიმია. ვორქშოფს უძღვებოდა თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია). 

ვორქშოფის დასრულებისას საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სწავლებაში ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერებით  მოსწავლეების ქიმიით დაინტერესებისა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის  თაობაზე; ასევე გაეცნენ ACS საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობის საქმიანობის შედეგებსა და იმ საგრანტო შესაძლებლობებს, რასაც ACS სთავაზობს წევრებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

„ჩვენი თვალით ვნახეთ და ხელით შევეხეთ ყველა იმ თანამედროვე ინსტრუმენტს, რომელზე მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ სტუდენტებს. საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ჩვენ -  მასწავლებლებმა აქ მიღებული გამოცდილება და ახალი ცოდნა უნდა გავუზიაროთ ჩვენს მოსწავლეებს, იმისთვის რომ მათ იცოდნენ,თუ რა დონის შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტი სტუდენტებს,“- აღნიშნა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქიმიის მასწავლებელმა რუსუდან ჩალაძემ.

თსუ-ში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს.  საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს,  ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის - 10 000 ლარს წელიწადში.

პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220

ხუხაშვილი
"Операция прикрытия"... ხელისუფლის რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშორად ქცევა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით - გია ხუხაშვილი

"მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”: ხელისუფლის რეალური მიზანი გახლდათ საქართველოს რუსულ ოფშ...

სოცმედია 1713556140

მეტრეველი
"ცოლების რევოლუცია გვინდა..." - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ტიპებმა ისეთი რამე ქნეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი აუმხედრდნენ. ცოლების რევოლუცია გვინდა." წერს მერაბ მეტრეველი.

სოცმედია 1713555420