განათლება • 1628583480
დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე მის მოსაზღვრე და გალფის ქვეყნებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოში ცოდნის მიღების შესაძლებლობების შესახებ. ცენტრი დაინტერესებულ პირებს გააცნობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებს, ონლაინ პლატფორმების საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ღია კარის დღეებს და ორიენტირებული იქნება, საუკეთესო, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მოზიდვაზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამართლებრივ საკითხებში თეა იმედაძე და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი.
საქართველოში რუსული კანონის განხილვას და მიმდინარე პროტესტს BBC სტატიით ეხმაურება. "საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, ოპოზიცი...
პოლიტიკა • 1713379342
"ეს შეკრება არის დემოკრატიული შეკრება, აქ არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, რომლებმაც უნდა გადავწყვიტოთ რა უნდა ვქნათ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით იმ ვადის გასვლას, რომელიც დავთქვით. ამ ვადის გასვლის შე...
პოლიტიკა • 1713378826
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციის მისაღებად ემზადება. საქართველოზე დებატები სტრასბურგში გაიმართება. "მთავარის" ინფორმაციით, მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ...
პოლიტიკა • 1713378703
"ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით... მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი...
პოლიტიკა • 1713378538
"ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ," - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა The Guardian წერს და "ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით ფეხბურთელების...
პოლიტიკა • 1713377792
17 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6710 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8473 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8387 ლარს შეადგენ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1713377024
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი