ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში - გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე

,,ფინალური გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება, გამოცდები დაიწყება 20 ივნისიდან 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში’’ - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესურასა და პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შორის 17 ივნისს შედგა. ფინალური გამოცდების ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. სტუდენტები მოითხოვენ მიმდინარე სემესტრის ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩაბარებას.

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ,,უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მიზანია ხელი შეუწყოს  ყველა სტუდენტის ჩართულობას საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია არაპანდემიურ ვითარებაში სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და მათთვის თანასწორი პირობების უზრუნველყოფა. სტუდენტებს, რომლებსაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების ან დედაქალაქში დაყოვნების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისისა და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ”.

როგორც გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას  მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას. „ყველა ასეთი მიმართვა ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში ფაკულტეტი სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება’’ - განაცხადა შარვაშიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯანელიძე
„კანონები გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით… თუ ვერ ხვდებით რატომ არის კანონი რუსული, ე.ი აზრზე არ ხართ საერთოდ არაფრის, ან დებილის ნიღაბი გიკეთიათ“ – გიორგი ჯანელიძე

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირებასა და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „მოსვლის დღ...

სოცმედია 1713441642

არა რუსულ კანონსსსს
"პროტესტი არ უნდა შეწყდეს" - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

პროტესტი არ უნდა შეწყდეს! არა რუსულ კანონს!  - დღეს,  18 აპრილს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.   პროტესტი არ უნდა შეწყდეს! დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ...

პოლიტიკა 1713441554

რუსული კანონი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით

უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებ...

პოლიტიკა 1713441449

ბურდული ივანე
„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდეით რუსულ ჭაობში“ - ივანე ბურდული

 "წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია,რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს“, - აცხადებს წალენჯიხის მერის მოდგილე ივანე ბურდულ. მისივე თქმით, წალენჯიხა ერთადეთი მუ...

პოლიტიკა 1713441374

ბელქანია
„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ - თამარ ბელქანია რუსულ კანონზე

"ჩვენი შვილები აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება, მათ თვალებში ჩავხედოთ და ავუხსნათ, რა მოხდა,“ - ამბობს წალენჯიხის მერ...

პოლიტიკა 1713441076

ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს

 "ოცნების" პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტად წოდებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენითაც მიიღო. კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად...

პოლიტიკა 1713440434