მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება

მერია

მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის,  მომსახურების,  წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათ დასაქმებას ითვალისწინებს.

პროგრამის პარტნიორი კოლეჯებია:

1. „იკაროსი“

2. „მერმისი“

3. „სპექტრი“

4. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge.  სასწავლო პროცესი დაიწყება  20  ნოემბერს.

პროფესიული  სპეციალობები

კოლეჯი „სპექტრი“

 

1. ამზომველ- გეოდეზისტი;

2. შემდუღებელი;

3. სანტექნიკისა და გათბობა-წყალმომარაგების სისტემების მემონტაჟე;

4. ელექტრიკოსი;

5. კონდიცირების სისტემის მემონტაჟე;

6. სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება 2 ჯგუფი 30 მსმენელი;

7. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველის და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი;

 

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

 

1. ტანსაცმლის დიზაინი და კერვა;

2. ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი;

3. ინფორმაციის ტექნოლოგია;

4. კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება);

5. კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ტექნიკოსი;

6. სალაროს ოპერაციების განხორციელებისას საეჭვო და დაზიანებული (ეროვნული, უცხოური) ვალუტის გამოვლენა და მათი დამცავი ნიშნების ამოცნობა;

7. სალაროს ოპერაციების განხორციელება;

8. მსუბუქი ავტომობილის დიაგნოსტირება;

 

კოლეჯი „მერმისი“

1. ტყავის აქსესუარების კერვა;

2. მზარეული;

3. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება;

4. კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები რიცხვითი პროგრამული
დანადგარებისთვის;

5. ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი;

 

კოლეჯი „იკაროსი“

1. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული);

2. საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;

3. საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა (ძვირფასი ქვების და ლითონების გარჩევა და შეფასება);

4. მებაღე დეკორატორი;

5. კვებისა და სასმელების მომსახურება (F&B);

6. მზარეული - კერძების მომზადების ტექნოლოგია;

7. კონდიტერი (საკონდიტრო დიზაინი-შოკოლადი-კარამელი-მარციპანი);

8. მზარეული (ქართული სამზარეულო);

9. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა;

10.  ყასაბი - ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადება;

11.  თევზის გადამუშავება და თევზის პროდუქტების მომზადება;

12.  ტორტების ცხობა, გაფორმება;

13.  ესთეტიკური კოსმეტოლოგია;

14.  კინოლოგის ასისტენტი;

15.  ვეტერინარ-ასისტენტი;

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:

 

· თბილისში რეგისტრაცია

· მინიმალური ასაკი: 18 წელი

 

პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე (დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია).

აღნიშნულ პროგრამაში წლის ბოლომდე დამატებით, 1 000-მდე მოქალაქე ჩაერთვება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 29 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოს...

საზოგადოება 1711627320

კირილი
პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი "წმინდა ომად" გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს -"სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ახალი ეტაპი რუსი ხალხის ეროვნულ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711626954

ბაკურიანი
"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს. ის ადგილობრივი, 50 წლამდე ასაკის პირია, რომელიც 6 დამსვენებელთან ერთად, ბურანებით ოშორა-ოთას მონაკვეთზე იმყოფებოდა, რა დრ...

შემთხვევა 1711626083

სა
ჯაბა სამუშიამ გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორი...

განათლება 1711625700

საზოგადოება
არავინ კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას, არც ორი ნიკას, არც არავის ხათრით, მათთვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად - ნიკა მელია ქუთაისის საკრებულოზე

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახ...

პოლიტიკა 1711625220

ბაკურიანი
ზვავში მოყოლილი ადამიანის გადასარჩენად, მაშველები უკვე მუშაობენ, ადგილზე გაფრინდა ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც...

შემთხვევა 1711623240