საგრანტო კონკურსში თსუ-ს სტუდენტები ისევ ლიდერები არიან

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ. 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული  პროექტებიდან ყველაზე მეტი - 35 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.

კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი თსუ სტუდენტებს შარშანდელთან შედარებით წელს 6 პროექტით მეტს დაუფინანსებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047

სოფო ნიჟარაძე ალისკა
„დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის“ – სოფო ნიჟარაძე პატარა ალისკაზე

სოფო ნიჟარაძე საზოგადოებას ხშირად უზიარებს ალისკა სააკაშვილის ვიდეოებს. ახლაც შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ დადის ალისკა სკუტერით. „დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის,...

სოცმედია 1711639722

ბიძინა
„წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით“ – დავით ზურაბიშვილი

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს პოლიტოლოგ, დავით ზურაბიშვილის წერილს სათაურით, წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ...

პოლიტიკა 1711639621

დვალიშვილი რამოსი
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. "ს...

სოცმედია 1711638356

გოცირიძე
„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა “ - რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა და თქვა, რომ თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა...

პოლიტიკა 1711638246

ლენტიი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დაკავება თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ე...

კრიმინალი 1711638080