თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში დიალოგისთვის, თუმცა მიუღებელია ძალადობრივი ხასიათის ნებისმიერი ქმედება. სამწუხაროდ, ასეთ ქმედებებს დღეს ჰქონდა ადგილი, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე ფიზიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. უნივერსიტეტი მოუწოდებს როგორც თსუ-ს, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს,გარეშე პირებს, რომლებიც ამჟამად თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით ატარებენ აქციას, მიმართონ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ. საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულეტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. ამასთან, თსუ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც დამატებით საგამოცდოცენტრებში გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისის და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ. სტუდენტებთან შეხვედრები ჰქონდათ რექტორს, ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლებს და მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის მომავალშიც იქნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830

კიბო
მეცნეირებმა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟუ...

ჯანმრთელობა 1713615582

ირაკლი ღარიბაშვილი
“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა...

პოლიტიკა 1713614632

სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275