თსუ-ს მეასე საიუბილეო გამოშვების საზეიმო ღონისძიება კუს ტბაზე გაიმართა

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო გამოშვების საზეიმო ღონისძიება კუს ტბაზე  გაიმართა. 2022 წელს თსუ 3400-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.

კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.

„წელს განსაკუთრებული გამოშვებაა, რადგანაც ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო - მეასე გამოშვება.  ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში, დამოუკიდებელ ცხოვრებაში. არ დაეკარგოთ ის კავშირები, რომელიც უნდა ჰქონდეთ დედა უნივერსიტეტთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კავშირს შეინარჩუნებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში,“-განაცხადა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

2022 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს თსუ-მა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფსიქოლოგიისა და განთლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებულმა სტუდენტმა ნინო  ხოხიაშვილმა ყველა კურსდამთავრებულს მიულოცა საზეიმო დღე. „ძალიან მიხარია რომ თსუ კურსდამთავრებული ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მოგვცა რომ ეს დღე ასე აღგვენიშნა, ასეთ სასიამოვნო გარემოში.  ამ ღონისძიებაზე თსუ-მ ყველა ფაკულტეტის წარჩინებული  სტუდენტები დააჯილდოვა და მიხარია, რომ მეც მათ შორის ვარ.  ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებ წარმატებას და იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებასა და განვითარებას, რაც უნივერსიტეტში მივიღეთ“,-აღნიშნა ნინო ხოხიაშვილმა.

კუს ტბაზე შეკრებილი ახალგაზრდების გართობაზე იზრუნეს ბენდმა „Goofy Land”, Dj Katse, Dj Avivx და Dj Monk.

ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ კურსდამთავრებულებს ვებგვერდიდან gifme.ge სამახსოვრო ვირტუალური დიპლომების გადმოწერისა და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობა აქვთ.

2022 წლის გამოშვების აღნიშვნა25 ივლისიდან თსუ პირველ და მეათე (მაღლივ) კორპუსებში ფოტოზონების განლაგებით დაიწყო, სადაც სტუდენტები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და 27 უცხოენოვან პროგრამაზე, 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის მანძილზე, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.ახალ 2022-2023 სასწავლო წელს თსუ 6600-მდე მეტ პირველკურსელს მიიღებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220