ახალი დეტალები - რა გახდა გურჯაანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მიზეზი

პოლიცია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 47 წლის ლევან იაგანაშვილს მეზობლებმა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, იაგანაშვილს თავს 3 პირი დაესხა, თუმცა პოლიციამ ჯერ მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავე დააკავა, რომელიც ახლა კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.

ოჯახის ცნობით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც იაგანაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდა. მასთან მივიდნენ მისივე კარის მეზობლები - მალხაზ ჩივიაშვილი, მისი ძმა და შვილი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს.

რაც შეეხება მკვლელობის მიზეზს, სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ. მოკლულის ოჯახში კი ამბობენ, რომ მიზეზი მხარეებს შორის წარსულში მომხდარი დაპირისპირება გახდა.

ამასთან, მოკლულის ცოლი იხსენებს, რომ ჩივიაშვილების ოჯახის მხრიდან მათზე ზეწოლას აქამდეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ლევან იაგანაშვილმა კაჭრეთის პოლიციას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლნენ.

"ლევანის მოაკითხეს კლასელებმა და წაიყვანეს საქეიფოდ. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან და ეს ბიჭი, მამა და ძმა მივარდნილა იქ, დანით და თოხებით მოცვივდნენო და დაურტყიათ ლევანისთვის. ორგან აქვს გადაჭრილი ბარძაყიო. მთელი არტერია სისხლისგან დაცლილა, ვერ მიუსწრეს, გარდაიცვალა. მუქარები იყო, იმ გოგოს მეუღლემ გარეთ სკამზე დაჯდომა ამიკრძალა, გარეთ ნუ ზის, რომ ვხედავ ვღიზიანდებიო. ერთი ორი დღის წინ მომიცვივდნენ, ლევანი სმენაში იყო და კარებზე აბრახუნებდა მისი ქმარი. დაიბარეს ყველა, ვინც იმუქრებოდნენ და გააფრთხილესო, მაგრამ იმის მერე მაინც იმუქრებოდნენ. სამივე დაისაჯონ, ძმაც, მამაც და შვილიც", - ამბობს ქეთევან იაგანაშვილი. 

მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელია.

მალხაზ ჩივიაშვილი სსკ-ის 108-ე მუხლით არის დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800